ჩონსი ბილაფსი
Aa
Aa

ჩონსი ბილაფსი "დეტროიტის" სამუდამო 1 ნომერია...

ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა კლუბმა "დეტროიტმა" თავისი ლეგენდა ჩონსი ბილაფსი დააფასა და მის საპატივცემულოდ "პისტონსის" რიგებში 1 ნომრიანი მაისურით აღარავინ ითამაშებს. 

ეს გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელებმა ცოტა ხნის წინ მიიღეს, დაჯილდოების ცერემონია კი გუშინ, 11 თებერვლის საღამოს ამ კლუბის საშინაო არენა "ობარნ ჰილში" შედგა. ბილაფსმა ოჯახის წევრებთან ერთად საზეიმოდ გახსნა საპატიო ბანერზე გამოსახული 1 ნომრიანი მაისური, რომელიც ამავე საკალათბურთო არენაში სამუდამოდ დაიდებს ბინას...

ბილაფსი "დეტროიტში" ორჯერ (2002-08 და 2013-14 წლებში) ასპარეზობდა და 2004 წლის NBA-ს ფინალის MVP გახდა. აღნიშნულ ფინალში კი "პისტონსმა კობი ბრაიანტისა და შაკილ ო'ნილის "ლეიკერსი" დაამარცხა, რომელსაც ფილ ჯექსონი წვრთნიდა, "პისტონსს" კი სათავეში ლარი ბრაუნი ედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები