არტური ''ბარსელონას'' უახლოეს მატჩებს გამოტოვებს
Aa
Aa

არტური ''ბარსელონას'' უახლოეს მატჩებს გამოტოვებს

კატალონიის ''ბარსელონას'' ფეხბურთელი არტურ მელო ტრავმირებულია. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მელოს მუხლის ქვედა მყესის ტრავმა დაუდგინდა, რის გამოც მოედანს 3 ან 4 კვირით დაემშვიდობა.

არტური ''გრემიოს'' ყოფილი მოთამაშეა, ის კატალონიურ გუნდს მიმდინარე სეზონში შეუერთდა. მელომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა ჩემპიონთა ლიგის ხუთ და ესპანეთის თასის ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გასულ წელს სამხრეთამერიკელმა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა.

20  თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ''ბარსელონა'' ''ლიონს'' ესტუმრება. არტური საფრანგეთში გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები