10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი
Aa
Aa

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი

ლიონელ მესი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული მოხვდა. გამოცემის ცნობით ათეულს ლიონელ მესი ლიდერობს, რომელიც თვეში 7.3 მლნ ფუნტს გამოიმუშავებს, რაც კრიშტიანუ რონალდუს ყოველთვიურ შემოსავალს თითქმის ორჯერ აღემატება. ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელფასები გადასახადების გარეშეა დათვლილი. აღსანიშნავია, რომ ათეულში მყოფი ფეხბურთელებიდან 5 ესპანეთში, 2 საფრანგეთში, 2 ინგლისში და ერთი იტალიაში თამაშობს.

თანამედროვე ფეხბურთში, რომ უზარმაზარი ხელფასები და სატრანსფერო თანხებია ეს სიახლე არაა, მაგრამ თანხის ის ოდენობა, რასაც მესი გამოიმუშავებს საფეხბურთო სტანდარტებისთვისაც გასაოცრად ბევრია.

მესიმ ახალი კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა, რის შემდეგაც მან კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ათეულის მეორე ადგილს იკავებს. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 4.1 მლნ ფუნტია.

ყველასათვის გასაკვირად მესამე ადგილს „მადრიდის ატლეტიკოს“ შემტევი, ანტუან გრიზმანი იკავებს. მისი საბანკო ანგარიში ყოველთვიურად 2.9 მლნ ფუნტით ივსება.

მეოთხე ადგილს „პსჟ“-ს ვარსკვლავი, ნეიმარი იკავებს, რომელიც ყოველთვიურად 2.7 მლნ ფუნტს იღებს.

ხუთეულში მოხვდა ლუის სუარესიც, რომელიც ნეიმართან შედარებით ოდნავ ნაკლებს, 2.5 მლნ ფუნტს გამოიმუშავებს.

დარჩენილი ხუთეული კი ასე გამოიყურება

გარეთ ბეილი - 2.2 მლნ

ფილიპე კოუტინიო - 2 მლნ

ალექსის სანჩესი - 2 მლნ

კილიან მბაპე - 1.5 მლნ

მესუთ იოზილი - 1.4 მლნ.

ათეულს მიღმა დარჩა რობერტ ლევანდოვსკი, რომელსაც „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ყოველთვიურად 1.2 მლნ-ს უხდის.

ასევე იხილეთ - საფეხბურთო სამყარო ემილიანო სალას გარდაცვალებას გლოვობს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები