ისკო სათამაშო დროით უკმაყოფილოა
Aa
Aa

ისკო სათამაშო დროით უკმაყოფილოა

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ‘‘რეალის’’ ყოფილმა ნახევარმცველმა რუბენ დე ლა რედიმ ‘‘სამეფო კლუბის’’ შესახებ ისაუბრა.

რუბენ დე ლარედიმ ას-თან საუბარში აღნიშნა: ‘‘რეალის’’ თითოეულ ფეხბურთელს შეუძლია გუნდში ადგილი დაიმკვიდროს. ვინც მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სასტარტო შემადგენლობის მიღმა რჩება.’’

დე ლა რედის კომენტარს ‘‘რეალის’’ ნახევარმცველი ისკო გამოეხმაურა: ‘’ დე ლა რედს სრულიად ვეთანხმები, მაგრამ როდესაც არ გაძლევენ იმდენ შანსს, რამდენსაც შენს თანაგუნდელებს, ვერაფერს შეცვლი.

მიუხედავად ამისა მთელი დატვირთვით ვარჯიშს ვაგრძელებ, ჩემს შანსს ველოდები. ჰალა მადრიდ!’’

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ისკო ‘‘რეალის’’ სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 11-ჯერ მოხვდა.

ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ისკოს ''ბარსელონას'' წინააღმდეგ არ უთამაშია. 26 წლის შემტევმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები