Aa
Aa

NBA-ის მატჩების მიმოხილვა

ბოსტონი - ლეიკერსი 128 - 129

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ისტორიული დაპირისპირება შედგა. კაირი ირვინგის "ბოსტონმა" საკუთრ პარკეტზე "ლოს-ანჯელეს ლეიკერსი" მიიღო.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და რაჟონ რონდოს Game Winner-ით დასრულდა.

"ლეიკერსის" წარმატებაში უდიდესი წვლილი ლებრონ ჯეიმსმა შეიტანა, რომელმაც შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა - 28 ქულა, 12 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა. კაილ კუზმამ თავი 25 ქულას მოუყარა. რონდო 17 ქულითა და 10 პასით გამოირჩა.

"ბოსტონს" 24 ქულით კაირი ირვინგმა ულიდერა. ჯეისონ ტეიტუმმა 22 ქულასთან ერთად 10 მოხსნა გაიფორმა. დანიელ ტაისი კი 20 ქულას დასჯერდა.

პორტლენდი - სან ანტონიო 127 - 118

გრეგ პოპოვიჩის "სან ანტონიო" კრიზისში იმყოფება. ტეხასელები "პორტლენდს" დაუპირისპირდნენ და ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგეს.

"ტრეილ ბლეიზერსს" 30 ქულით სი ჯეი მაკკოლუმმა ულიდერა. დემიენ ლილარდმა აქტივში 24 ქულა ჩაიწერა. იუსუფ ნურკიჩი 22 ქულით გამოირჩა, როდნი ჰუდმა კი სადებიუტო შეხვედრაში 14 ქულა ჩააგდო.

"სპურსის" რიგებში საუკეთესო დემარ დეროუზენი გახლდათ, რომელმაც 35 ქულა დააგროვა. რუდი გეიმ გუნდს 25 ქულა შესძინა, ლამარკუს ოლდრიჯმა კი მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 17 ქულა, 10 მოხსნა.

სხვა მატჩების შედეგები

ინდიანა - კლიპერსი 116 - 92

ორლანდო - მინესოტა 122 - 112

ატლანტა - ტორონტო 101 - 119

ოკლაჰომა - მემფისი 117 - 95

ცხელი ამბები