საფეხბურთო სამყარო ემილიანო სალას გარდაცვალებას გლოვობს
Aa
Aa

საფეხბურთო სამყარო ემილიანო სალას გარდაცვალებას გლოვობს

სამწუხაროდ რამდენიმე საათის წინ სამართალდამცავებმა ემილიანო სალას გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურეს. 

პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალას ოჯახს მხარდაჭერა უამრავმა ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორის საფეხბურთო სამყაროს ბევრი ცნობილი წარმომადგენელი გახლდათ.

დიეგო მარადონა: „ემილიანო სალას შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო ძალიან ვწუხვარ. ემილიანო, ბევრ ჩვენგანს შენი ცოცხლად პოვნის მცირე იმედი გვქონდა. ვეხუტები შენს ოჯახს და მეგობრებს. მადლობას ვუხდი არგენტინელებს კოლეგის მიმართ გამოჩენილი პატივისცემისთვის და გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მშვიდობით ემილიანო“!

კილიან მბაპე: „მშვიდად განისვენე ემი“.

მესუთ იოზილი: „სიტყვები არ მყოფნის აღვწერო თუ რა სამწუხაროა ეს ყველაფერი. ემილიანო სალას და პილოტის ოჯახს თანაგრძნობას ვუცხადებ“.

ბენჟამინ მენდი: „მშვიდად განისვენე ემილიანო სალა“.

იკერ კასილასი: „მშვიდად განისვენე სალა“.

ალექსანდრ ლაკაზეტი: „მშვიდად განისვენე“

„ბარსელონა“: „ემილიანო სალა (1990 – 2019) მშვიდად განისვენე“. 

მიჩი ბაჩუაი: „მშვიდად განისვენე“.

„ინდეპენდიენტე": „მშვიდობით ემილიანო... ჩვენ ამ ურთულეს მომენტში შენს ოჯახს და საყვარელ ადამიანებს მხარში ვუდგავართ“. 

სოლ ბამბა: „ტრაგიკული ამბავი... მშვიდად განისვენე“.

ბოკა ხუნიორსი: „მშვიდობით ემილიანო“.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია: „ემილიანო სალას გარდაცვალების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ მის ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს სამძიმარს ვუცხადებთ“.

ვალენტინ ვადა: „შენ ჩემთვის და ყველასთვის, ვინც შენი პროგრესი იხილა, მისაბაძი მაგალითი იყავი და იქნები. ძმაო, შენ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩები. მშვიდად განისვენე მეომარო“!

უეინ რუნი: „მშვიდად განისვენე ემილიანო სალა. მეგობრებსა და ოჯახს თანადგომას ვუცხადებ“.

კუნ აგუერო: „საშინლად დამწუხრებული ვარ. მშვიდად განისვენე ემილიანო. მის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს ვუცხადებ“.

ანტონიო რუდიგერი: „ემილიანო სალას შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გული დამწყვიტა. მშვიდად განისვენე! ემილიანოს და პილოტის ოჯახსა და მეგობრებს თანადგომას ვუცხადებ“.

ანტონიო ვალენსია: „მშვიდად განისვენე“.

რუბენ ლოტფუს-ჩიკი: „მშვიდად განისვენე ემილიანო სალა“.

ემილიანო სალას და რომინა: „შენი სული ჩემს სულში მარად იბრწყინებს და ჩემს არსებობას გაანათებს. მიყვარხარ ტიტო“.

დეიან ლოვრენი: „ყოველდღე ვლოცულობდი, რადგან იმედი ბოლოს კვდება. ამ ყველაფრის დაჯერება ძალიან ძნელია. მინდა ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო. წარმოდგენა არ მაქვს რამდენად რთულია თქვენთვის ეს ყველაფერი. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები