ხარაბაძე დებიუტის შემდეგ: ''საოცარ ატმოსფეროში ვითამაშე''
Aa
Aa

ხარაბაძე დებიუტის შემდეგ: ''საოცარ ატმოსფეროში ვითამაშე''

შვეიცარიულ ''ციურიხში'' ქართველმა მცველმა ლევან ხარაბაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მე-19 ტურში ''სენტ. გალენმა'' შინ ''ციურიხი'' 3:1 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო მატჩში ხარაბაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა.

სადებიუტო მატჩის შემდეგ ხარაბაძე CrystalSport-ს ესაუბრა: ''სამწუხაროა, რომ 3 ქულა დავკარგეთ. ჩემი თამაშით უკმაყოფილო ვარ. სამუშაო ბევრი მაქვს, რაც განსაკუთრებით დაცვაში თამაშს ეხება.  

სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. ასეთ გარემოში პირველად ვითამაშე.

მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ლუდოვიკ მანინთან პირადად არ მისაუბრია. მან ფეხბურთელებთან საუბარში აღნიშნა, რომ შემდეგი მატჩისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ.

რაც შეეხება ჩემს კონკურენტს, ''სენტ. გალენთან'' მატჩის განაცხადში არ იმყოფებოდა. ჩემს ჩამოსვლამდე რეგულარულად თამაშობდა. სხვას ვერაფერს გეტყვით.''

შვეიცარიის სუპერლიგაში  ''ციურიხი'' შემდეგ მატჩს 9 თებერვალს საკუთარ მოედანზე ''გრასჰოპერთან'' ჩაატარებს.

ხარაბაძის საგოლე პასი სადებიუტო მატჩში

''დინამოს'' ესპანელი ახალწვეული

აზაცკი ''ტორპედოში'' ითამაშებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები