Aa
Aa

თვითმფრინავის ნამსხვრევებში ნაპოვნი ცხედარი ემილიანო სალას ეკუთვნის...

რამდენიმე წუთის წინ ემილიანო სალასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. სამართალდამცავების თქმით გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში ნაპოვნი ცხედარი სწორედ არგენტინელ ფეხბურთელს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ მაშველებმა თვითმფრინავიდან ცხედარი გუშინ ამოასვენეს. მისი იდენტიფიცირება კი დორსეტის პროზექტურაში მოხდა.

გამთენიისას დორსეტის პოლიციის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს: „ცხედარი, რომელიც 2019 წლის შვიდ თებერვალს მივიღეთ პროფესიონალ ფეხბურთელს, ემილიანო სალას, ეკუთვნის“.

„სალასა და პილოტ დევიდ იბბოტსონის ოჯახებს ყველა დეტალი შევატყობინეთ. ამ ურთულეს პერიოდში ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ. ჩვენი წარმომადგენლები ცხედარს ექსპერტიზას ჩაუტარებენ და გარდაცვალების მიზეზს დაადგენენ“.

ემილიანო სალას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „კარდიფიც“ გამოეხმაურა: „ემილიანოს ოჯახს გულითადად თანავუგრძნობთ. ის და დევიდი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩებიან“.

ასევე იხილეთ - EXCLUSIVE - ინტერვიუ ზურაბ დათუნაშვილთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები