Aa
Aa

"მილუოკიმ" მიროტიჩი დაიმატა

იანის ანტეტეკოუნმპოს "მილუოკი" შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. გავლენიანი ამერიკული გამოცემა ESPN-ის ცნობით "ხარირმებმა" მორიგი გაცვლა განახორციელეს და ნიკოლა მიროტიჩი დაიმატეს.

გავრცელებული ინფორმაციით "ბაქსმა" ესპანელი კალათბურთელის სანაცვლოდ ჯეისონ სმიტი, სტენლი ჯონსონი და დრაფტის არჩევნის რამდენიმე უფლება დათმო.

მიროტიჩი მაღალი დონის კალათბურთელია, რომელიც იანისის მხარდახარ ერთიორად ეფექტური იქნება. ნიკოლას მშვენიერი სამიანი აქვს და მოწინააღმდეგე გუნდს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

წლევანდელ სეზონში იგი საშუალოდ 16.7 ქულას, 8.3 მოხსნას და 1.1 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. მიროტიჩი მოედნიდან 44.7 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 36.8-ით უტევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები