კიევის ''დინამომ'' ლოჩოშვილი სლოვაკეთში გაანათხოვრა
Aa
Aa

კიევის ''დინამომ'' ლოჩოშვილი სლოვაკეთში გაანათხოვრა

კიევის ''დინამომ'' ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მიმდინარე წლის ბოლომდე სლოვაკურ ''ჟილინაში'' გაანათხოვრა. ინფორმაციას სლოვაკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში ''ჟილინა'' 34 ქულით მესამე ადგილზეა. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ''ჟილინაში'' ქართველმა მცველმა გიორგი თევზაძემ გაატარა, თუმცა გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ''საბურთალოში'' დაბრუნდა.

ლოჩოშვილი 2017 წელს კიევის ''დინამოს'' სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, თუმცა რამდენიმე თვეში თბილისური კლუბს დაუბრუნდა და ''დინამოში'' იჯარის წესით ასპარეზობდა. 2017 წლიდან ლოჩოშვილი უკრაინული გუნდის საკუთრებაა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის მცველმა ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონში თბილისის ''დინამოს'' მაისურით 21 მატჩი ჩაატარა. მას საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

ფოტო: mskzilina.sk

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები