რომანიოლი: „იგუაინი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია“
Aa
Aa

რომანიოლი: „იგუაინი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია“

გონსალო იგუაინს „მილანში“ საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიაში საკუთარი თამაშის პოვნა ვერა და ვერ მოახერხა და თავი ბევრი არაფრით გამოუჩენია.

„პიპიტამ“ „სერია ა“-ს 15 მატჩში 6 გოლი შეაგდო და იანვარში „ლონდონის ჩელსის“ მიაშურა. სადებიუტო შეხვედრაში იგუაინმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა „ჰადერსფილდთან“ დუბლი გაიფორმა.

გონსალოს ასპარეზობას „მილანის“ კაპიტანი, რომანიოლი, გამოეხმაურა და განაცხადა: „დღემდე ვფიქრობ, რომ იგუაინი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსმელია. სამწუხაროა "მილანი" რომ დატოვა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. გონსალო ჩემი მეგობარია და მიხარია თუ თავს ბედნიერად გრძნობს“.

„ჩვენს რიგებში სხვა ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარებიან. ერთ-ერთი მათგანი კშიშტოფია. პიონტეკი პერსპექტიული ახალგაზრდაა და სწორ გზას ადგას. მისმა ასპარეზობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმედი გვაქვს კშიშტოფი წარმატებულ თამაშს გააგრძელებს და მატჩში საშუალოდ ერთ გოლს გაიტანს“.

ასევე იხილეთ - მაშველებმა გაუჩინარებული თვითმფრინავიდან ცხედარი ამოასვენეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები