Aa
Aa

ლოგიკური ფრე "კამპ ნოუზე" - პროლოგი კარგი იყო, თუმცა ეპილოგი უკეთესი გველის!

კოპა დელ რეის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "ბარსამ" "რეალს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ეს ანგარიში მადრიდელებს განმეორებითი დაპირისპირების წინ მცირე უპირატესობას აძლევს, თუმცა ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ კატალონიელები "სანტიაგო ბერნაბეუზე" უფრო ადვილად იგებენ, ვიდრე "კამპ ნოუზე".

რაც არ უნდა იყოს ეს უბრალოდ ციფრებია და მას აზრი მხოლოდ მინდორზე დამტკიცების შემდეგ ეძლევა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, გუნდებმა თავიდან გახსნილი ფეხბურთი ითამაშეს და ბევრი მომენტიც იყო.

ლუკას ვასკესისა და მალკომის გოლების გარდა ორივე გუნდს 2-2 ბურთის გატანა კიდევ შეეძლო, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.

პირველი ტაიმი "რეალის" იყო, მერეოდან კი "ბარსამ" უპირატესობა დაიბრუნდა და ანგარიშიც გაათანაბრა, რის შემდეგაც წინ გასვლაც შეეძლო.

საბოლოოდ "რეალმა" მოედანზე სიტუაცია დაარეგულირა და ბურთი გააკონტროლა. საბოლოოდ ბოლო წუთებში თავი არცერთ გუნდს არ მოუკლავს და ლოგიკური ფრე მივიღეთ.

27 თებერვალს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე მორიგი და ამჯერად უფრო დაძაბული "ელ კლასიკო" გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები