რომან აბრამოვიჩის და კარლო ანჩელოტის უცნაური მიმოწერა
Aa
Aa

რომან აბრამოვიჩის და კარლო ანჩელოტის უცნაური მიმოწერა

რომან აბრამოვიჩი მოთმინების დიდი უნარით რომ არ გამოირჩევა საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია. რუსი ოლიგარქის ხასიათი საკუთარ თავზე „ჩელსის“ თითქმის ყველა დამრიგებელმა გამოცადა და გამონაკლისი არც კარლო ანჩელოტი ყოფილა. 

იტალიელი სპეციალისტი ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2009 წელს დაინიშნა. კარლომ „ლურჯებთან“ ერთად დუბლი გაიფორმა, თუმცა გუნდიდან ნაადრევად გაუშვეს. უცნაურია მაგრამ ანჩელოტისა და აბრამოვიჩს მაინც კარგი ურთიერთობა აქვთ. 

Sky sport Italia-ს ჟურნალისტის ინფორმაციით რუსი ოლიგარქი იტალიელს ხშირად "ესაუბრება", განსაკუთრებით მაშინ, როცა "ლურჯები" სასურველ შედეგს ვერ აფიქსირებენ.

„ანჩელოტიმ მითხრა, რომ რომანი მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა "ჩელსის" პრობლემები ჰქონდა და წარმატების მიღწევას ვერ ახერხებდა".

"აბრამოვიჩი ერთი და იგივეს სწერდა - კითხვის ნიშანს! კარლო კი ჩვეულ სტიქიაში იყო და ძახილის ნიშნით პასუხობდა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები