სოლარი:
Aa
Aa

სოლარი: "ვინისიუსი „ბარსელონასთვის“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა"

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში მადრიდის „რეალმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სანტიაგო სოლარის გუნდმა „ალავესი“ მარტივად 3:0 დაამარცხა და მოახლოებული „ელ კლასიკოს“ წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

შეხვედრის შემდეგ სოლარიმ პრესასთან ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტი ამბიციურ განცხადებებს არ მოერიდა.

„ჩვენ ყველა ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს ბრძოლა გაგრძელდება სეზონის ბოლო მატჩამდე. დღეს ჩვენ დავინახეთ მოტივაცია, რომელიც გუნდს ჭარბად აქვს.

ვინისიუსმა თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა და ის მოახლოებულ „კლასიკოში“ „ბარსელონასთვის“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა.

მან შესანიშნავად ითამაშა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ჩვენ მისით აღფრთოვანებულები ვართ.

ამჟამად „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა 8 ქულამდე შემცირდა. „რეალი“ არასდროს ნებდება.

ჩვენ ყველას დავანახეთ ჩვენი გამარჯვების წყურვილი. მიუხედავად იმისა, თუ რას გვიჩვენებს მათემატიკა „რეალი“ ნებისმიერ შემთხვევაში მოსაგებად ითამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ სამეფო თასზე გასამართი „ელ კლასიკოს“ პირველი მატჩი ოთხშაბათს „კამპ ნოუზე“ თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები