„ნაპოლიმ“ შესაძლოა ბენიტესი დაითხოვოს
Aa
Aa

„ნაპოლიმ“ შესაძლოა ბენიტესი დაითხოვოს

როგორც იტალიური გამოცემა „Il Mattinoიუწყება, უახლოეს მომავალში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი შესაძლოა დაკავებული პოსტიდან გაანთავისუფლონ.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ესპანელი სპეციალისტის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო. მისი უკმაყოფილების მიზეზი ძირითადადი შემადგენლობის მუდმივი როტაცია და აუტსაიდერებთან დაკარგული ქულები გახდა.

იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ 5 შეხვედრაში „ნაპოლიმ“ მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა. „ჩემპიონთა ლიგაზე“ გამსვლელ მე-3 პოზიციას კი ნეაპოლური გუნდი 8 ქულით ჩამორჩება.

 

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლის ივლისში დაინიშნა და კლუბთან ერთად იტალიის თასისა და სუპერთასის მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები