ევროპაში დაუმარცხებელი მხოლოდ
Aa
Aa

ევროპაში დაუმარცხებელი მხოლოდ "იუვენტუსია"!

იტალიის ჩემპიონატში ტურინის "იუვენტუსის" დაუმარცხებელი სერია გრძელდება, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უქმეებზე "პარმასთან" 3:3 ითამაშა და ზედიზედ 22-ე ტურში არ წააგო.

მას შემდეგ, რაც ლიგა 1-ის 23-ე ტურში, "პარი სენ ჟერმენი" სტუმრად "ლიონთან" დამარცხდა, ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში "იუვე" ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში შიდა ჩემპიონატის არცერთი თამაში არ წაუგია. პრემიერ ლიგის ლიდერ "ლივერპულს" 1 წაგება აქვს, "ბარსელონა" 2-ჯერ დამარცხდა, "დორტმუნდი" კი - ერთხელ.

"იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო მარცხი 22 აპრილს, საკუთარ მოედანზე "ნაპოლისთან" განიცადა, მას შემდეგ კი უკვე 26 მატჩში არ დამარცხდა.

ტურინელებმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით მხოლოდ 2 თამაში დათმეს - ჩემპიონთა ლიგაზე - "მანჩესტერთან" (1:2) და იტალიის თასზე "ატალანტასთან" (0:3). 

წაუგებელი სერიის მიუხედავად, მასიმილიანო ალეგრის კრიტიკოსები საგრძნობლად მოუმრავლდნენ და მის გუნდს სათამაშო სტილს უწუნებენ. იტალიური და ესპანური პრესა რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ სეზონის ბოლოს ალეგრი "რეალში" გადავა, "იუვეს" კი ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები