ვარსკვლავები, რომლებმაც ინდოეთში იასპარეზეს
Aa
Aa

ვარსკვლავები, რომლებმაც ინდოეთში იასპარეზეს

ალესანდრო დელ პიერო ("დელი დინამოს")

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ინდოეთში 2014 წელს გამოჩნდა.

დელ პიერომ კლუბში 10 შეხვედრა გამართა და 1 გოლის გატანა მოახერხა. 

დავიდ ტრეზეგე ("პუნე სიტი")

მსოფლიო ჩემპიონი დავიდ ტრეზეგე ინდოეთის ჩემიონატში 2014  წელს გადაბარგდა.

"პუნე სიტიში" თავდასხმელმა 9 შეხვედრა გამართა , სადაც 2გოლი გაიტანა.

ალესანდრო ნესტა ("ჩენაი")

მილანისა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ინდოეთში 2014 წელს გადავიდა.

ნესტამ კლუბთან ერთად მხოლოდ  3 შეხვედრა გამართა.

დიეგო ფორლანი ("მუმბაი სიტი")

ურუგვაელი ფორვარდი ინდოეთის ჩემპიონატში 2016 წელს გადავიდა.

"მუმბაის სიტის" რიგებში ფორლანმა 11 შეხვედრა გამართა და 5 გოლი გაიტანა.

ნიკოლა ანელკა ("მუმბაი სიტი")

ფრანგმა ფორვარდმა "მუმბაიში" 2014-2015 წლების სეზონში გაატარა.

ანელკას ანგარიშზე 13 შეხვედრა და 2 გოლია.

ფრედი ლუნგბერგი ("მუმბაი სიტი")

შვედი ფეხბურთელი ინდოეთში 2014 წელს გამოჩნდა.

იმ დროისთვის 37 წლის თავდამსხმელმა "მუმბაიში"კარიერა ვერ ააწყო და გუნდთან ერთად მხოლოდ 4 შეხვედრაში იასპარეზა.    

ლუსიო ("გოა")

ბრაზილიელმა მცველმა "გოაში" 2015-2016 წლების სეზონში გაატარა.

მიუნხენის "ბაიერნისა"და მილანის "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბთან ერთად 19 შეხვედრა გამართა.

რობერ პირესი ("გოა")

ფრანგმა შემტევმა "გოაში" 2014-2015 წლების სეზონში გაატარა.

მსოფლიო ჩემპიონმა კლუბის მაისური 8 ჯერ მოირგო და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.

რობი კინი ("ატლეტიკო დე კოლკატა")

ირლანდიელი შემტევი ინდოეთში 2017 წელს გამოჩნდა.

ჩატარებული ერთი სეზონში კინმა "ატლეტიკო დე კოლკატას" რიგებში 9 შეხვედრა გამართა, სადაც 6 გოლის გატანა მოახერხა.  

მიკაელ სილვესტრი ("ჩენაი")

ფრანგი მცველი ინდოეთში 2014 წელს გამოჩნდა.

ერთი სეზონის განმავლობაში სილვესტრიმ 14 შეხვედრა გამართა და ერთი გოლი გაიტანა 

ელდერ პოშტიგა ("ატლეტიკო დე კოლკატა")

პორტუგალიელი ფორვარდი ინდოეთის ჩემპიონატში 2016 წელს გადაბარგდა.

ჩატარებულ ერთ სეზონში პოშტიგამ 11 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

ადრიან მუტუ ("პუნე სიტი")

რუმინელმა თავდამსხმელმა ინდოეთში 2 სეზონი გაატარა.

მუტუმ ჩატარებულ 10 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.

უესლი ბრაუნი ("კერალა ბლასტერს")

ინგლისელი მცველი ინდოეთის ჩემპიონატში 2017-2018 სეზონში ასპარეზობდა.

ბრაუნმა "კერალა ბლასტერს" რიგებში 14 მატჩი გამართა, სადაც ერთი გოლის გატანა მოახერხა.

დიმიტარ ბერბატოვი ("კერალა ბლასტერს")

ბულგარელი ფეხბურთელი ვესლი ბრაუნის მსგავსად გუნდში 2017-2018 სეზონში ასპარეზობდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა ინდოეთში 9 შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა.

დევიდ ჯეიმსი ("კერალა ბლასტერს")

ინგლისელი მეკარე ინდოეთის ჩემპიონატში 2014 გადავიდა.

ჩატარებულ ერთ სეზონში ჯეიმსი მოედანზე 14-ჯერ გამოჩნდა.

ფლორან მალუდა ("დელი დინამოს")

ფრანგი შემტევი ინდოთის ჩემპიონატში 2 წელი გაატარა,

ამ დროის განმავლობაში მალუდამ 32 შეხვედრა გამართა და 3 გოლი გაიტანა.

იონ-არნე რიისე  ("დელი დინამოს")

ნორვეგიელმა ფეხბურთელმა იუნდოეთში 2 კლუბში იასპარეზა.

2015 წელი რიისემ "დინამოში" გაატარა , სადაც 15 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

2016 წელს კი ნორვეგიელი "ჩენაის" ღირსებას იცავდა, სადაც 10 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა

რობერტო კარლოსი ("დელი დინამოს")

ბრაზილიელი ფეხბურთელი ინდოეთში 2015 წელს გადავიდა.

აზიურ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონმა მხოლოდ სამი მატჩი გამართა.

სიმაუ საბროსა ("ნორტ-ისტ იუნაიტედი")

პორტუგალიელი ფეხბურთელი კი ინდოეთის ჩემპიონატში 2015 წელს გამოჩნდა.

ინდურ კლუბში ჩატარებულ 10 შეხვედრაში პორტუგალიელმა 3 გოლის გატანა მოახერხა

ტიმ კეჰილი ("ჯამშედპურ")

ყველაზე გამორჩეული ავსტრალიელი ფეხბურთელი კი ინდოეთში ეხლაც ასპარეზობს.

ტიმ კეჰილი "ჯამშედპურში" 2018 წელს გადავიდა და 11 გამართულ შეხვედრაში ჯერ მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

ლუის გარსია ("კერალა ბლასტერს")

ესპანელი ფეხბურთელი ინდოეთში 2014 წელს გამოჩნდა.

ჩატარებულ ერთ სეზონში გარსიამ 13 შეხვედრა გამართა , სადაც მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

მარკო მატერაცი ("ჩენაი")

იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი ინდოეთის ლიგაში მილანის "ინტერიდან" 2014 წელს გადავიდა.

მატერაციმ "ჩენაის" რიგებში ორი სეზონი გაატარა.

იტალიელმა სათამაშო მაისური მხოლოდ შვიდჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები