გრიზმანის სენსაციური განცხადება
Aa
Aa

გრიზმანის სენსაციური განცხადება

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა შემტევმა, ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ამ სეზონში ყველა ტურნირზე გამარჯვებას გეგმავს სადაც კი ასპარეზობს. ახალგაზრდა ფრანგს იმედი აქვს, რომ ეს სეზონი "ატლეტიკოს" ისტორიაში სამუდამოდ შევა.

"ჩვენი მიზანი? გავიმარჯვოთ ყველა ტურნირზე სადაც კი ვასპარეზობთ! ეროვნული ჩემპიონატისაკმაოდ მნიშვნელოვანია და გვინდა, რომ 2 წლის წინანდელი წარმატება გავიმეოროთ. "ჩემპიონთა ლიგა" კი რათქმაუნდა ჩემი ოცნებაა და მის მოსაგებად ყველაფერი უნდა ვიღონოთ. მჯერა, რომ ეს სეზონი "ატლეტიკოს" ისტორიაში სამუდამოდ დარჩება" - განაცხადა გრიზმანმა

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში "ატლეტიკო" 51 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს და ლიდერ "ბარსელონას" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალში კი, დიეგო სიმეონეს გუნდი "პსვ ეინდჰოვენს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები