არაბულმა წლის პირველ მატჩში ჩემპიონს გაუტანა
Aa
Aa

არაბულმა წლის პირველ მატჩში ჩემპიონს გაუტანა

უნგრეთის მოქმედი ჩემპიონი ''მოლ ვიდი'' საკუთარ მოედანზე ''პუშკაშ აკადემიასთან'' 0:3 განადგურდა. სტუმართა მაისურით მესამე გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

ბაჩანა არაბული სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 75-ე წუთზე თამაშში ჩაერთო და 88-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მოთამაშემ პოზიცია სწორად შეარჩია და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

სასიხარულოა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში არაბულმა უნგრეთის ჩემპიონატში მე-16 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 5 გოლია.

19 ტურის შემდეგ 12-გუნდიან ჩემპიონატში ''პუშკაშ აკადემია'' 24 ქულით მე-9 ადგილზეა. 

ფოტო: pfla.hu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები