წილისყრა: სოფიის ღია პირველობა იწყება - ბასილაშვილის ბადე ცნობილია
Aa
Aa

წილისყრა: სოფიის ღია პირველობა იწყება - ბასილაშვილის ბადე ცნობილია

დღეს ბულგარეთში, სოფიის ღია პირველობის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, თუ რომელ ბადეში იასპარეზებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ATP-ის 250-იან ტურნირზე მსოფლიოს 22-ე ქართველი ჩოგანი კვალიფიკანტს შეხვედება, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის.

თუ ბასილაშვილი ამ ბარიერს დაძლევს, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, შემდეგ მისი მეტოქე მირზა ბაშიჩსა (99-ე ჩ.) და მარტინ კლიჟანს (38-ე ჩ.) შორის გამარჯვებული იქნება.

აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ბასილაშვილი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს, სადაც მისი მეწყვილე ავსტრალიელი მეთიუ ებდენი იქნება, ხოლო მათი მეტოქე ბულგარელი ალექსანდრ ლაზაროვი და ალექსანდრ დონსკი იქნებიან.

ბულგარეთის დედაქალაქი ტურნირს 4-დან 10 თებერვლამდე უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები