რა ცვლილებებს გეგმავს მოურინიო მომავალ კლუბში...
Aa
Aa

რა ცვლილებებს გეგმავს მოურინიო მომავალ კლუბში...

იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა, იგი კლუბიდან 2 ფეხბურთელის გაშვებას დაუყოვნებლივ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას "Daily Mail" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, 53 წლის პორტუგალიელის გეგმებში ხუან მატა და მარუნ ფელაინი არ შედიან და ზაფხულში სავსებით შესაძლებელია, რომ მანჩესტერულმა გუნდმა ისინი ტრანსფერზე დააყენოს.

შეგახსენებთ, რომ ხუან მატა "ჩელსიდან" სწორედ მოურინიომ გაუშვა, ხოლო მარუან ფელაინი პორტუგალიელის მუშაობას ყოველთვის ნეგატიურად აფასებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები