''ელ კლასიკო'' სამეფო თასის ნახევარფინალში
Aa
Aa

''ელ კლასიკო'' სამეფო თასის ნახევარფინალში

ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რომლის მიხედვით ''ბარსელონა'' მადრიდის ''რეალს'' შეხვდება, ''ვალენსია'' კი ''ბეტისს'' დაუპირისპირდება.

ნახევარფინალური მატჩები თებერვალში გაიმართება. პირველი მატჩები 6 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი 27 თებერვალს შედგება.

რაც შეეხება ''ელ კლასიკოს,'' პირველი მატჩი ''ნოუ კამპზე'' გაიმართება, მეორე კი - ''სანტიაგო ბერნაბეუზე.''

ამის შემდეგ, 2 მარტს ლა ლიგის ეგიდით რიგით მესამე "ელ კლასიკო" გაიმართება, რომელსაც მადრიდი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ "რეალი" და "ბარსა" ამ სამი დაპირისპირებიდან ზედიზედ ორს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებენ და ასეთი ფაქტი ისტორიაში პირველად დაფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები