Aa
Aa

მესი: "გუნდი სამივე ტურნირზე იბრძოლებს...ჩემი კომენტარი არასწორად გაიგეს"

კოპა დელ რეის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში „ბარსელონამ“ „სევილიას“ 2 ბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და „კამპ ნოუზე“ 6:1 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ ლეო მესიმ პრესასთან კომენტარი გააკეთა:

„ბევრი ამბობდა, რომ თითქოს ჩვენ ეს ტურნირი მივაგდეთ და ყურადღებას აღარ ვუთმობდით, ან შესაძლოა სეზონის სტარტზე ჩემი კომენტარი არასწორად გაიგეს.

გუნდი სამივე ტურნირზე იბრძოლებს. „ბარსა“ ამას ყოველწლიურად აკეთებს და ახლაც ასე იქნება.

ჩვენ არაფერს არ ვაგდებთ.

რაც შეეხება პენალტს, ჩვენ მოვილაპარაკეთ და დარტყმას კოუტინიო შეასრულებდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვეგო.

მან გაიტანა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო“.

შეგახსენებთ, რომ მესიმ სეზონის სტარტზე პრიორიტეტულ ტურნირად ჩემპიონთა ლიგა დაასახელა და ქომაგებს მის მოგებას დაპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები