მაურიციო სარის კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება სურს
Aa
Aa

მაურიციო სარის კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება სურს

„ლონდონის ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირება სურს. იტალიელი სპეცილიასტი სესკ ფაბრეგასის შემცვლელს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი „არისტოკრატებმა“ „მონაკოში“ გაუშვეს. „ლურჯები“ სიცარიელის შევსებას „ზენიტის“ ფეხბურთელის, პარედესის, შეძენით გეგმავდნენ, თუმცა „პსჟ“-ს კონკურენცია ვერ გაუწიეს.

მაურიციო სარის დიდი იმედი აქვს, რომ შემადგენლობის გაძლიერება უახლოეს დღეებში მოხდება. იტალიელმა კლუბის სამომავლო გეგმებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა: „ჩემი პოზიცია მშვენივრად მოგეხსენებათ. ორი ფეხბურთელის გადმობირებას ვითხოვდი. ერთი „სტემფორდ ბრიჯზე“ უკვე მოვიდა, ახლა მეორეს ველი“.

„თუ კიდევ ერთ მოთამაშეს დავიმატებთ, გამიხარდება, მაგრამ თუ ყველაფერი სხვანაირად განვითარდება ბევრს ნამდვილად არ ვინერვიულებ. ამ ფეხბურთელებთან მუშაობითაც ძალიან ბედნიერი ვარ“.

სარის კოლექტივი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და სატურნირო ცხრილის მესამე ადგილს იკავებს. ლონდონელები მომდევნო შეხვედრას ხვალ, "ბორნმუთის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები