ზიდანი: „პსჟ“-? არავინ იცის მომავალში რა მოხდება
Aa
Aa

ზიდანი: „პსჟ“-? არავინ იცის მომავალში რა მოხდება

მადრიდის „რეალის“ სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მომავალში „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოზტზე მის კანდიდატურას არ გამორიცხავს. თუმცა აცხადებს, რომ ფრანგული გრანდის გაწვრთნის შანსი საკმაოდ მცირეა

 

„პსჟ“-ს გაწვრთნა? ამ მომენტში პარიზულ გუნდს ყავს მწვრთნელი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი შედეგები. ლორან ბლანი ჩემზე გაცილებით გამოცდილი სპეციალისტია და მე ბრწყინვალედ მესმის ეს. ამას გარდა მე არაერთხელ მითქვამს, რომ სულით და ხორცით მარსელელი ვარ. ამჟამად მთლიანად მადრიდის „რეალზე“ ვარ ორიენტირებული, თუმცა არავინ იცის თუ როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. ნებისმიერ შემთხვევაში „პსჟ“-ს მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავება საკმაოდ რთულად მისაღწევი იქნება“ - განაცხადა ზიდანმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები