ვალვერდე კოუტინიოთი იმედგაცრუებულია?
Aa
Aa

ვალვერდე კოუტინიოთი იმედგაცრუებულია? "ამ ყველაფერს ზოგჯერ შედეგი მოაქვს, ზოგჯერ კი არა"

ლა ლიგის 21-ე ტურში „ბარსელონა“ „ჟირონას“ ესტუმრა და კატალონიურ დერბიში დიდი ბრძოლის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ვალვერდეს გუნდმა 2:0 მოიგო, თუმცა მეორე გოლის გატანამდე გუნდს ბევრი პრობლემა შეექმნა, რომლებიც დიდი ალბათობით არ იქნებოდა, რომ არა კოუტინიო და მისი არადამაჯერებელი თამაში.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 1:0-ის დროს მეკარესთან პირისპირ დარჩენისას მომენტი გააცუდა. ასეთ სიტუაციაში კოუტინიო ორჯერ იყო და ორივეჯერ შეცდა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვალვერდემ სწორედ კოუტინიოს შესახებ ისაუბრა.

კოუტინიო მეტოქე გუნდის მცველების წინააღმდეგ საკმაოდ გამბედავია და თამამ გადაწყვეტილებებსაც არ ერიდება. ამ ყველაფერს ზოგჯერ შედეგი მოაქვს, ზოგჯერ კი არა.

როცა მცველთან ერთ-ერთზე რჩები, ამ მომენტში ყველაფრის ალბათობა არსებობს და რა თქმა უნდა, მცდელობა დასაფასებელია.

ფილიპეს „ჟირონას“ წინააღმდეგ ორი რეალური მომენტი ჰქონდა და სიმართლე გითხრათ ველოდი, რომ ორივე მათგანს გამოიყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მეორე ნახევარში მეტოქემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. სტუანისა და პორტუს დარტყმების შემდეგ ჩვენს კარში გოლის გატანა სავსებით შესაძლებელი იყო.

ეს იყო რთული შეხვედრა, რომელშიც მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ“.

ნათელია, რომ ბრაზილიელ შემტევს კატალონიურ კლუბში საქმეები კარგად არ მისდის და ვალვერდეს სქემაში ის სულ უფრო არაკომფორტულად გრძნობს თავს. ეს მოსაზრება ყოველი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მყარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები