მორატა ''ატლეტიკოში'': ''დავბრუნდი იქ, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე''
Aa
Aa

მორატა ''ატლეტიკოში'': ''დავბრუნდი იქ, სადაც ფეხბურთის თამაში დავიწყე''

ლონდონის ''ჩელსიმ'' ალვარო მორატა მადრიდის ''ატლეტიკოში'' გაანათხოვრა. Sky Sports-ის ცნობით ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

მორატა 2005-07 წლებში ''ატლეტიკოს'' საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა, შემდეგ ''ხეტაფეს'' სკოლაში გააგრძელა ასპარეზობა, 2008-14 წლებში კი მადრიდის ''რეალის'' წევრი იყო. სწორედ ''სამეფო კლუბში'' გადადგა პირველი ნაბიჯი პროფესიულ ფეხბურთში. 2014 წელს ''რეალმა'' მორატა ტურინის ''იუვენტუსში'' გაყიდა, თუმცა 2016 წელს დაიბრუნა. 2017 წელს ''არისტოკრატებმა'' ფეხბურთელი მადრიდული გრანდიდან შეიძინეს.

მიმდინარე სეზონში მაურიციო სარის ხელმძღვანელობით მორატამ პრემიერლიგის 16 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

ოფიციალური წარდგენისას მორატას თქმით ნორმალურია ქომაგთა ნაწილის პროტესტი, რაც იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ფეხბურთელი წლების განმავლობაში ''ატლეტიკოს'' ყველაზე პრინციპული მეტოქის, ''რეალის'' თავდამსხმელი იყო.

Goal.com-ი მორატას კომენტარს ავრცელებს: ''მოუთმენლად ველი ახალ გუნდში ვარჯიშის დაწყებას. ამ დღეს კარგა ხანია ველოდი. წარსული წარსულია და ის არ შეიცვლება. მე ამაყი ვარ ჩემი წარსულით. ვინც იცის ჩემი წარსული, მან იცის რომ ფეხბურთის თამაში ''ატლეტიკოში'' დავიწყე. ვინც იცის ჩემი ისტორია, მან იცის რას ნიშნავს ეს კლუბი ჩემთვის.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები