სიმეონეს მომდევნო კლუბი ცნობილია?
Aa
Aa

სიმეონეს მომდევნო კლუბი ცნობილია?

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულში მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რობერტო მანჩინი შესაძლოა დიეგო სიმეონემ ჩაანაცვლოს.

"ნერიაძურისთან" მიმდინარე ხელშეკრულება მანჩინის 2017 წელს ეწურება, თუმცა როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, თუ "ინტერი" პირველ სამეულში ვერ მოხვდება, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტს ვადაზე ადრე გაწყვიტავს. მოვლენების ასეთ განვითარების შემთხვევაში კი, მილანელებისთვის ნომერი პირველი ვარიანტი, მადრიდის "ატლეტიკოს" ამჟამინდელი თავკაცი დიეგო სიმეონე იქნება, რომელიც მილანური კლუბის ღირსებას ფეხბურთელის რანგშიც იცავდა (1997–1999).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები