ფლორენტინ პოგბა:
Aa
Aa

ფლორენტინ პოგბა: "ჩემი ძმა "ბარსელონაში", ან "რეალში" ითამაშებს"

პოგბას ძმა ფლორენტინი პრესასთან საუბრისას პოლის შესახებ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

ფლორენტინ პოგბას თქმით, მისი ძმა "მანჩესტერის" დატოვების შემდეგ კარიერას მხოლოდ ესპანეთში გააგრძელებს.

"მე და ჩემს ძმას მოგვწონს ტიკი-ტაკა. როდესაც დრო მაქვს "ბარსას" თამაშებს ხშირად ვუყურებ, ან "კამპ ნოუზე" მივდივარ.

როდესაც ჩემი ძმა "მანჩესტერს" დატოვებს მას წასასვლელად მხოლოდ სამი ვარიანტი ექნება: "სიტი", "ბარსა" და "რეალი".

ალბათ ხვდებით, რომ პოლი "სიტიში" არ გადავა, ასე რომ რჩება მხოლოდ ლა ლიგა. ის "ბარსელონაში", ან "რეალში" ითამაშებს.

როდესაც ის "იუვენტუსს" ტოვებდა, კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ უკან "იუნაიტედში" უნდა დაბრუნებულიყო.

თავიდან პოლს "მანჩესტერში" კარგი სტარტი არ ჰქონდა. "რეალში" გადასვლის რამდენიმე მცდელობაც იყო, როცა მადრიდელებს ზიდანი წვრთნიდა, თუმცა მან საბოლოოდ ინგლისში დარჩენა აირჩია".

ფლორენტინ პოგბამ მისი ძმის "მანკუნიანელთა" რიგებში დარჩენის მთავარ მიზეზად მოურინიოს გუნდიდან წასვლა დაასახელა.

"მოურინიოს გუნდიდან წასვლა გადამწყვეტი იყო. პოლი ბედნიერი არ იყო და ეს რთული მისახვედრი არ გახლდათ. ახლა, როდესაც სოლსკიაერი დაინიშნა ყველაფერი გაცილებით უკეთ არის. პოლი მას "იუნაიტედის" ახლაგაზრდული გუნდიდან კარგად იცნობს".

შეგახსენებთ, რომ პოგბამ ესპანეთში თამაშის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა. ის უკან "იუვენტუსში" დაბრუნების წინააღმდეგიც არ იყო, თუმცა როგორც ჩანს ეს მხოლოდ პრესის მიერ გამოგონილი ჭორი გახლდათ და ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის მომავალი "ბარსას", ან "რეალს" დაუკავშირდება.

ასევე იხილეთ - მაკგრეგრორი: "სოლსკიაერი განსაკუთრებული კაცია!"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები