დაუძახებს მას გუარდიოლა?
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა არ გამორიცხა, რომ გუარდიოლას შემოთავაზების შემთხვევაში, მან სამუშაო ადგილი გამოიცვალოს.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ არსებობს მხოლოდ 2 ადამიანი, რომლებმაც შეიძლება ჩემი "ბარსელონაში" დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შემაცვლევინონ. პირველი ჩემი მეუღლეა, რომლის რჩევებსაც ყოველთვის ვითვალისწინებ. მეორე მათგანი კი ხოსეპ გუარდიოლაა, რომლისაც მე ძალიან ბევრი მმართებს. რომა არა ის, მე დღეს ასეთი წარმატებული არ ვიქნებოდი. ასე, რომ მასთან კიდევ ერთხელ მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება. ამის მიუხედავად, მან იცის თუ რას ნიშნავს ჩემთვის "ბარსელონა". ეს ჩემი საოცნებო კლუბი იყო ყოველთვის და მინდა, რომ იმ ფეხბურთელთა შორის ვიყო, რომელთაცამ გუნდის მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული" განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა.