Aa
Aa

ჯოკოვიჩის მასტერკლასი - "ნოლე" ფინალში ნადალს შეხვდება!

AUSTRALIAN OPEN-ის მამაკაცთა ტურნირის მეორე ფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა რაფა ნადალის მსგავსად ნახევარფინალური მატჩი ერთი ამოსუნთქვით მოიგო.

რეიტინგის პირველმა ჩოგანმა ფინალის საგზური დამაჯერებელ სტილში მოიპოვა და ფრანგი ლუკ პუიე საათსა და 24 წუთში გაანადგურა -  6-0, 6-2, 6-2.

„ნოლემ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და იდეალური ჩოგბურთი აჩვენა. სერბმა პირველ მოწოდებაზე ქულების 84 პროცენტი აიღო - 38-დან 32, მეორე მოწოდებით კი 87 - 15-დან 13. ჯოკოვიჩმა 24 „ვინერსი“ მიითვალა და მხოლოდ და მხოლოდ 5 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ნოვაკმა 12 ბრეიკ-პოინტიდან 7 გამოიყენა, მოწინააღმდეგეს კი არცერთი ჰქონია.

ჯოკოვიჩისა და ნადალის დაპირისპირება კვირას გაიმართება და „ნოლე“ დიდი სლემის ტურნირის მეთხუთმეტედ მოგებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები