ეკატერინე გორგოძე ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

ეკატერინე გორგოძე ნახევარფინალში გავიდა

ეკატერინე გორგოძე ბერნის $60 ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ სილვია სოლერ-ესპინოსას დაუპირისპირდა და მეტოქე სამ სეტში ანგარიშით 6:4 5:7 6:1 დაამარცხა.

დაძაბული შეხვედრა 2 საათი გაგრძელდა , რა დროსაც გორგოძემ 4 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ტურნირის მომდევნო ეტაპზე მსოფლიო რეიტინგში 164-ე ადგილზე მყოფი ქართველი ავსტრალიელ ბელინდა ვულკოკს დაუპირისპირდება, რომელიც WTA-ს  რეიტინგში 774-ე ადგილზე იმყოფება.

გათამაშების მეორე ნახევარფინალში კი ესპანელი პაულა ბადოსა გიბერტი თანამემამულე სარა სორიბეს ტორმოს შეხვდება.

ასევე იხილეთ - Aus Open-ზე ბერძნული ზღაპარი დასრულდა - ნადალმა ციციპასი გაანადგურა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები