იოზილი
Aa
Aa

იოზილი "ლესტერს" უფრთხის?

როგორც მოგეხსენებათ, "პრემიერლიგის" მომდევნო ტურში ლონდონის "არსენალი" საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "ლესტერს" მიიღებს. აღნიშNულ შეხვედრასთანდაკავშირებით კომენტარი "მეთფეთა" ფლეიმეიქერმა, მესუტ იოზილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ "არსენალს" კლაუდიო რანიერის გუნდის შეჩერება ძალიან გაუჭირდება.

"მათი შეჩერება წარმოუდგენლად რთული იქნება. 60–ე წუთისთვის მანჩესტერ "სიტის" უკვე 3-0 ამარცხებდე - ეს დაუკერებელი ამბავია. "ლესტერი" უბრალოდ ბრწყინვალედ თამაშობს. ვფიქრობ, მათდამი უდიდესი პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. მიმდინარე სეზონის მთავარი სიურპრიზი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ ამ გუნდის ლიდერობაა პრემიერლიგაში" – განაცხადა მესუტ იოზილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები