Aa
Aa

ნეიმარი ტრავმირებულია და შესაძლოა "მანჩესტერთან" შეხვედრაც გამოტოვოს

საფრანგეთის თასზე „პსჟ“-ს „სტრასბურის“ დამარცხება ძვირად დაუჯდა.

ტომაშ ტუხელის გუნდმა ლიდერი დაკარგა. ნეიმარმა გასული სეზონის მსგავსად მეტატარსალი დაიზიანა.

შარშან ბრაზილიელს ასეთი ტრავმა თითქმის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებად დაუჯდა. ნეიმარმა 4 თვით იუქმა და მოედანს მუნდიალის წინ დაუბრუნდა.

ამჯერადაც დიდია იმის ალბათობა, რომ ნეიმარი მოედანს საკმაოდ დიდი ხნით ჩამოშორდება.

საბოლოო შემოწმება ფეხბურთელს დღეს ჩაუტარდება და გავიგებთ ითამაშებს, თუ არა ის ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.

„სტრასბურის“ ფეხბურთელმა ენტონი გონსალვეშმა, რომელმაც ნეიმარის დაზიანებაში მთავარი „წვლილი“ შეიტანა შეხვედრის შემდგომ კომენტარი გააკეთა და თანაგრძნობა, ან ბოდიშის მოხდა არც უფიქრია.

„ეს მისი სათამაშო სტილია და მას გული არ უნდა დაწყდეს, თუ რომელიმე ეპიზოდის შემდეგ ფეხებში დარტყმას მიიღებ.

ის კარგი ფეხბურთელია და მე მას პატივს ვცემ, თუმცა ჩვენ იმისთვის არ ვთამაშობთ, რომ ნეიმარს მოედანზე კომფორტი შევუქმნათ“.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელმა შემტევმა დაზიანება გასული სეზონის მსგავსად ამჯერადაც სათასო შეხვედრაში მიიღო, რომელიც პარიზული კლუბისთვის ბევრს არაფერს წყვეტდა.

შეგახსენებთ, რომ „პსჟ“-სა და „მანჩესტერის“ მერვედფინალური მატჩები 12 თებერვალსა და 16 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები