„გამაგრდი ჩემო ძმაო“ - ბენ იედერმა
Aa
Aa

„გამაგრდი ჩემო ძმაო“ - ბენ იედერმა "ბარსელონას" კარში გატანილი გოლი სალას მიუძღვნა

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში „სევილიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მატჩში საბოლოო ანგარიში ვისამ ბენ იედერმა დააფიქსირა, რომელმაც გოლის აღნიშვნის დროს მაისური აიწია და კამერებს წარწერა დაანახა, რომლითაც ის „კარდიფის“ დაკარგულ ფეხბურთელს ემილიანო სალას ამხნევებდა: „გამაგრდი ჩემო ძმაო“.

ბენ იედერმა შეხვედრის შემდეგ ფოტო საკუთარი ტვიტერის გვერდზე გააზიარა: „ჩემს გულში და ჩემს ლოცვებში, მე შენზე ვფიქრობ, ემი“.

ბენ იედერი სალასთან ლიგა 1-ში ასპარეზობის შემდეგ მეგობრობდა.

როგორც მოგეხსენებათ, უელსური გუნდის მიერ ახლად შეძენილი ფეხბურთელი, ემილიანო სალა, საფრანგეთიდან კარდიფში მიემგზავრებოდა, როცა თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა წარუმატებლად. იმედი კვლავ რჩება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები