ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ - დანიელ აგერი
Aa
Aa

ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ - დანიელ აგერი

ლივერპულის ფეხბურთელმა დანიელ აგერმა საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. პერიოდული ტრავმები ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში მოჰყვებოდა, რის გამოც ტკივილგამაყუჩებლებს იყენებდა.  

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას აქვს ბევრი რამ საამაყოდანიის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და დანიის ჩემპიონატი.

ასევე, აუცილებლად გასახსენებელია ჩემპიონთა ლიგის 2006/07 სეზონის ფინალური შეხვედრა, მაშინ აგერი 22 წლის იყო.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, აგერმა გადაწყვიტა, მეტი დრო სვირინგებისთვის დაეთმო. 

ჯერ კიდევ „ლივერპულში“ ასპარეზობისას, ფეხბურთელი თანაგუნდელებს ტატუებს უკეთებდა.

აგერს მთელი ზურგი მოხატული აქვს.

თითოეულ სვირინგს კი თავისი ისტორია აქვს.

მის ტანზე ძლიერ ვიკინგს, დანიის მეფეების საფლავებსა და ოჯახის წევრების სახელებს შეხვდებით.

ასევე ფეხბურთელმა გაიკეთა ტატუ „YNWA“, რაც „ლივერპულის“ გულშემატკივრების ჰიმნის - „You'll Never Walk Alone“-ის ინიციალებია.

ამით მან ფანებს დაუმტკიცა რომ ის მერსისაიდელების ერთგულია და თუ ის გუნდს დატოვებდა, ეს მხოლოდ მშობლიური „ბრონდბიუში" გადასვლის შემთხვევაში მოხდებოდა.

აგერმა გადაწყვიტა, ტანზე მხატვრობა უკეთესად ესწავლა და მან  შექმნა სოციალური პლატფორმა „Tattoodo“, რომელიც სვირინგების მოყვარულებს აერთიანებს.

 2013 წელს, დანიელმა ფეხბურთელმა კანალიზაციის გასაწმენდი ფირმა „KloAgger“დაარსა, რომელიც დანიაში ფუნქციონერებს.

ფირმას დანიელის ძმა, მარკო აგერი და მათი ბავშვობის მეგობარი, რუნე რასმუსენი ხელმძღვანელობენ.

2017 წელს, ყოფილმა ფეხბურთელმა ფონდი "The Agger foundation" დაარსა, რომლის მიზანიც რთულ სიტუაციაში მყოფი ადამიანების დახმარებაა.

ორგანზიაცია რეგულარულად ატარებს აქციებს, რომელშიც მონაწილეობას სპორტსმენები იღებენ.

ასევე იხილეთ -  გემი-მოჩვენება - "მფრინავი ჰოლანდიელები" და "არამფრინავი ჰოლანდიელი"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები