„მსოფლიოს პირველი ნომერი...სიმონა ჰალეპი“ - სერენა უილიამსის შეცდომა
Aa
Aa

„მსოფლიოს პირველი ნომერი...სიმონა ჰალეპი“ - სერენა უილიამსის შეცდომა

საჩოგბურთო კარიერის მანძილზე  გასაოცარი - 319 კვირა მსოფლიოს პირველ ნომრად.  ამერიკელი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი თავს ისევ საუკეთესოდ მიიჩნევს და ავსტრალიის ღია პირველობაზე, კორტზე სიმონა ჰალეპის მაგივრად გამოვიდა.

საქმე იმაშია, რომ ქალთა მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის პირველ ადგილს რუმინელი, სიმონა ჰალეპი იკავებს. ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს სწორედ რეიტინგის მოქმედი და ყოფილი პირველი ნომრები დაუპირისპირდნენ. თამაშის დაწყებამდე მატჩის დიქტორმა, წესისამებრს ჩოგბურთელები რეიტინგში მათივე პოზიციის მიხედვით გამოაცხადა, რა დროსაც მცირე კურიოზი დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც დიქტორმა „მსოფლიოს პირველი ჩოგანი“ დაასახელა, ინსტინქურად კორტზე სერენა უილიამსი გამოვიდა, რომელიც საკუთარ შეცდომას სიმონა ჰალეპის სახელის გაგონების შემდეგ მიხვდა და კორტიდან გასვლა მოუწია.

 

ჩოგბურთელები გასახდელში იდგნენ, როდესაც დიქტორმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა - „გთხოვთ შევეგებოთ, მსოფლიოს პირველი ნომერი“ - და ამ დროს კორტზე უილიამსი გამოდის. ამერიკელ ჩოგბურთელს რეიტინგში საკუთარი პოზიცია მალევე გაახსენდა და გასახდელში დაბრუნდა, რის შემდეგაც კორტზე უხერხული სიტუაციის გამო მომღიმარი სიმონა ჰალეპი გამოვიდა და გულშემატკივრებს მიესალმა.

საჩოგბურთო რეიტინგში სერენა უილიამსი მეთექვსმეტე ადგილს იკავებს, რაც ორსულობის გამო აღებული პაუზის გამო მოხდა.

სარეიტინგო მაჩვენებლის მიუხედავად უილიამსმა ჰალეპის დამარცხება მაინც მოახერხა. 6:1 4:6 6:4 და სერენა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ის საჩოგბურთო რეიტინგის მერვე ნომერს, კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდება.

 

37 წლის სერენა უილიამსი, მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსს 2002 წლიდან 2017 წლამდე 319 კვირის მანძილზე ფლობდა. ამ მაჩვენებლით ის ქალთა საჩოგბურთო ისტორიაში მხოლოდ შტეფი გრაფსა და მარტინა ნარვატილოვას ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები