დიბალაზე კიდევ ერთი გრანდი ნადირობს
Aa
Aa

დიბალაზე კიდევ ერთი გრანდი ნადირობს

როგორც იტალიური გამოცემა, „Tuttomercatoweb“ იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ფორვარდით, პაულო დიბალათი სხვა კლუბებთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდება.

იტალიის ჩემპიონს ჯერ-ჯერობით ოფიციალური წინადადება არ მიუღია, თუმცა როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მიუნხენელების ინტერესი საკმაოდ დიდია და არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყოს. აღსანიშნავია ისიც, რომ დიბალას გადაბირება კატალონიურ "ბარსელონასაც" სურს, ხოლო თავად ფეხბურთელმა ლიონელ მესისთან ერთად თამაშის სურვილი ღიად გამოთქვა.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დიბალამ 23 შეხვედრა ჩაატარა, მისი მონაგარი კი 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები