Aa
Aa

"ახლა ოცნებებში ვცხოვრობ" - ციციპასი 1/2 ფინალშია!

ავსტრალიის ღია პირველობის პირველი 1/2 ფინალისტი, სტეფანოს ციციპასი გახდა, რომელმაც ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს 4 სეტში - 7:5; 4:6; 6:4; 7:6 მოუგო.

20 წლისა 168 დღის ასაკში ციციპასი ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა დიდი სლემის 1/2 ფინალისტია. „ნოლემ“ აღნიშნული შედეგი 2007 წლის ამერიკის ღია პირველობაზე დააფიქსირა.

რაც შეეხება უშუალოდ ავსტრალიის ღია პირველობას, 2003 წლის შემდეგ, როცა საუკეთესო 4 ჩოგბურთელში ენდი როდიკი მოხვდა, ციციპასი ყველაზე ახალგაზრდა ნახევარფინალისტია.

ეს ყველაფერი თითქმის ზღაპარია. ახლა ოცნებებში ვცხოვრობ და იმაში ვცხოვრობ, რისთვისაც ყოველთვის ვშრომობდი.

ბრწყინვალე გამარჯვება შედგა და ხალხის ყურადღებას ვგრძნობ, თუმცა ახლა კონცენტრირებული და ფოკუსირებული უნდა ვიყო. ბედნიერი ვარ, რომ კარგად ვითამაშე, რადგან სწორედ ეს ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება.

როცა ჩემს გუნდში ამ სეზონის მიზნების შესახებ მკითხეს, მათ ვუთხარი, რომ დიდი სლემის 1/2 ფინალში გასვლა მინდოდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ სიგიჟე ვუპასუხე, თუმცა ახლა ეს ყველაფერი რეალობაა. მინდა, რომ ეს შესანიშნავი თავგადასავალი გაგრძელდეს“.

სტეფანოს ციციპასმა წინა რაუნდში როჯერ ფედერერს მოუგო, იქამდე კი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. ციციპასი პირველი ბერძენი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის მე-4 წრეზე შორს გააღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები