პირველი 1/2 ფინალური წყვილი კოლინსმა და კვიტოვამ შეადგინეს
Aa
Aa

პირველი 1/2 ფინალური წყვილი კოლინსმა და კვიტოვამ შეადგინეს

ქალთა შორის, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ორ 1/4 ფინალურ შეხვედრაში პეტრა კვიტოვამ და დანიელ როუზ კოლინზმა იმარჯვეს.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას რთული მატჩი 3 სეტში მოუგო - 2:6; 7:5; 6:1, რითაც AUS OPEN-ის 1/2 ფინალში პირველად გავიდა. მან ტურნირის მიმდინარეობისას ჯულია გერგესი, კაროლინ გარსია და ანგელიკ კერბერი დაამარცხა.

რაც შეეხება კვიტოვას, მან ადგილობრივთა მთავარი იმედს, ეშლი ბარტის იოლად - 6:1; 6:4 აჯობა. მსოფლიოს მე-6 ჩოგანმა ამ ტურნირის 1/2 ფინალში მეორედ გააღწია, პირველად მან ეს 2012 წელს გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მძარცველის მიერ დანით მიყენებული ჭრილობის შემდეგ, ეს კვიტოვასთვის დიდი სლემის პირველი ნახევარფინალია.

კვიტოვასა და კოლინზის ნახევარფინალური მატჩი 24 იანვარს გამთენიისას ჩატარდება. ჩოგბურთელებმა რამდენიმე კვირის წინ ბრისბენის ტურნირზე ითამაშეს და ჩეხმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები