ჟურნალისტი , რომელიც ერთი დღით NBA-ს ვარსკვლავი გახდა
Aa
Aa

ჟურნალისტი , რომელიც ერთი დღით NBA-ს ვარსკვლავი გახდა

აჰმად რაშადი ყოფილი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე იყო. სპორტსმენმა NFL-ში 10 სეზონზე მეტი უაიდ რესევერის პოზიციაზე იასპარეზა და კარიერის განმავლობაში 44 ტაჩდაუნი მიითვალა.  

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ აჰმადი მალევე ტელეწამყვანი და კომენტატორი გახდა. რაშადმა ABC-სა და NBC-ის არხებზე იმუშავა.

ყოფილი სპორტსმენი  „Cosby Show“-ის მთავარი ვარსკვლავი იყო , ხოლო უფრო დიდი პოპულარულობა „Inside Stuff”-ის გადაცემით მოიპოვა , რომელიც 16 წლის განმავლობაში მიყავდა.

 იმ პერიოდში მის გადაცემაში კალათბურთის ვარსკვლავები, მათ შორის მაიკლ ჯორდანიც მიდოდნენ. სპორტულ ჟურნალისტს კალათბურთის ლეგენდასთან ასევე მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა.

ჯორდანი მას მთავარ ადამიანს (“Main man”) ეძახდა.

ასევე მას ქონდა დიდი წვდომა ჩიკაგო "ბულსთან" და მათ მწვრთნელთან ფილ ჯექსონთან. რაზეც კოლეგებმა რაშადი არაობიექტურობაში დაადანაშაულეს.

 1990 წელს NBA-მ პირველი ხელშეკრულება NBC-TV-თან გააფორმა. სადაც  ყოველდღიური ტელე შოუ „Inside Stuff“-ი შეიქმნა.

გადაცემის გაპიარებისთვის ორივე მხარემ ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს.

აჰმად რაშადმა „ფილადელფიას“ რიგებში წინა სასეზონო მატჩში იასპარეზა . იმ პერიოდში „სიქსერსის“ შემადგენლობაში ჩარლზ ბარკლი , მანუტე ბოლი და რიკ მაჰორნი თამაშობდნენ.

„მინესოტასთან“ მატჩში აჰმად რაშადი პარკეტზე შეხვედრის ბოლოსკენ გამოჩნდა.

18 ათასიანი მაყურებლის წინაშე „ფილადელფიამ“ მწვრთნელის მიერ შემუშავებული კომბინაცია უნაკლოდ შეასრულა და სპორტულმა ჟურნალისტმა 3 ქულიანი სროლა ზუსტად შეასრულა.

„სიქსერსმა“კი მეტოქე ანგარიშით 102:96 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ აჰმად რაშადმა ჟურნალისტებს საკალათბურთო კარიერის დასრულება ღიმილით ამცნო.

სპორტულმა ტელეწამყვანმა კალათბურთის კარიერა წაგების გარეშე , 100 პროცენტიანი სროლის მაჩვენებლითა და საკუთარი გადაცემისთვის საოცარი კადრებით დაასრულა.

ასევე იხილეთ - მოგება ან სიკვდილი - სიკვდილმისჯილი პატიმრებით დაკომპლექტებული ბეისბოლის გუნდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები