ნეიმარი ლა ლიგაში დაბრუნებაზე: „ჩემს ირგვლივ სპეკულაციები გამუდმებით არის
Aa
Aa

ნეიმარი ლა ლიგაში დაბრუნებაზე: „ჩემს ირგვლივ სპეკულაციები გამუდმებით არის"

არ წყდება საუბრები ნეიმარის „პსჟ“-დან შესაძლო წასვლის შესახებ. ბრაზილიელი ფეხბურთელის მომავალს „ბარსელონასა“ და „რეალს“ უკავშირებენ.

თავად ფეხბურთელი კი გავრცელებულ ჭორებს სერიოზულად არ უყურებს და თავს მშვიდად გრძნობს.

„ჩემს ირგვლივ სპეკულაციები გამუდმებით არის. მას შემდეგ რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი, ასეთი ინფორმაციები გამუდმებით ვრცელდება.

ამ ეტაპზე რამე სერიოზული შემოთავაზება არ მაქვს. როცა კონკრეტულ წინადადებას მივიღებ, შემიძლია გითხრათ, რომ ამას პირველები თქვენ გაიგებთ“.

ნეიმარმა „გენგამთან“ გამანადგურებელი გამარჯვების შესახებაც ისაუბრა.

„გუნდში კარგი გარემოა. ეს ყველაფერი მეგობრობის შედეგია. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და ამაში მწვრთნელის როლი უდიდესია.

ტუხელის მოსვლის პირველივე დღიდან, როდესაც მას გავესაუბრე, ყველაფერი ნათელი გახდა. როდესაც შენს მწვრთნელთან ასეთი დიადი გრძნობა და ურთიერთობა გაქვს, შენ მოედანზე ყველაფერს აკეთებ.

მისთვის - მოედანზე მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოვიგო“.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის გასულ ტურში პარიზელებმა „გენგამი“ 9-0 გაანადგურეს და 2016 წელს „ტრუასთან“ დამყარებული თავიანთივე რეკორდი გაიმეორეს.

აქვე გეტყვით, რომ ნეიმარმა, მბაპემ და კავანიმ „გენგამის“ კარში ჯამში 8 გოლი გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები