ციციპასმა კუმირი დაამარცხა! - AUS OPEN-ი მოქმედ ჩემპიონს დაემშვიდობა
Aa
Aa

ციციპასმა კუმირი დაამარცხა! - AUS OPEN-ი მოქმედ ჩემპიონს დაემშვიდობა

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე, მამაკაცთა შორის პირველი ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა, რომლის ავტორი ახალგაზრდა ბერძენი სტეფანოს ციციპასი გახდა.

ციციპასმა ტურნირის მოქმედ ჩემპიონსა და საკუთარ კუმირს, როჯერ ფედერერს 4 სეტში მოუგო - 6:7; 7:6; 7:5; 7:6. პირველი პარტიის მოგების შემდეგ ციციპასმა ძალები მოიკრიბა და დარჩენილი 3 სეტი უმძიმეს ბრძოლაში სათავისოდ დაასრულა.

20 წლის ჩოგბურთელი ტურნირის მომდევნო წრეში რობერტო ბაუტისტა-აგუტის შეხვდება, რომელმაც წინა წლის ფინალისტს, მარინ ჩილიჩს 5 სეტში აჯობა.

რაც შეეხება ფედერერს, იგი ATP-ს რეიტინგში 1820 ქულას დაკარგავს და, სავარაუდოდ, სერიოზული რეგრესი ექნება. გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, ფედერერი "როლან გაროსზე" თამაშს აპირებს, რაც ბოლო წელია არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები