მალდინის დებიუტიდან ზუსტად 34 წელი გავიდა
Aa
Aa

მალდინის დებიუტიდან ზუსტად 34 წელი გავიდა

ზუსტად 34 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პაოლო მალდინიმ ''მილანის'' მაისურით სერია ა-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ისტორიულ კადრებს ''მილანის'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კადრებში ორი ეპიზოდია შესული, ორივე შემთხვევაში პაოლო მალდინი ვარდნაში შესანიშნავად თამაშობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ლეგენდარული იტალიელის მეორე ეპიზოდია, როცა მეტოქე მეკარესთან პირისპირ გადის, თუმცა მალდინი ეფექტური მოძრაობით შეტევას შლის.

 

50 წლის იტალიელი 1985-2009 წლებში ''მილანის'' ღირსებას იცავდა. 2001-09 წლებში მისი თანაგუნდელი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძე იყო.

მალდინი სერია ა-ს გამარჯვებული შვიდჯერ გახდა.მილანური გუნდის კაპიტანმა იტალიის თასი ერთხელ მოიგო, ხოლო ხუთჯერ იტალიის სუპერთასის ფინალში გაიმარჯვა.

ფეხბურთელი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) ხუთგზის გამარჯვებულია. ასევე ხუთჯერ გაიმარჯვა ევროპის სუპერთასის ფინალში.

''მილანის'' ლეგენდარული კაპიტანი მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ მილანური გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა. კარიერა 2009 წელს მშობლიურ კლუბში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები