მაროტა: ''იკარდი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, გოდინის დამატება გვსურს''
Aa
Aa

მაროტა: ''იკარდი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, გოდინის დამატება გვსურს''

საფეხბურთო კლუბ მილანის ''ინტერის'' აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ DAZN-თან მაურო იკარდისა და დიეგო გოდინის შესახებ ისაუბრა.

მაროტა იტალიურ მედიას ''სასუოლოსთან'' უგოლო მატჩის შემდეგ ესაუბრა.

''ეჭვგარეშეა, რომ მაურო იკარდი გუნდში დარჩება, მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდება. ჩვენ მისი გუნდში ყოფნით ბედნიერები ვართ, ასეთივე გრძნობა აქვს თავად ფეხბურთელს. ერთადერთი რამ რჩება, რაც კონტრაქტზე ხელის მოწერას გულისხმობს.''

25 წლის იკარდის ''ინტერთან'' კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. მისი გადაბირებით მადრიდის ''რეალი'' და ''მანჩესტერ იუნაიტედი'' დაინტერესებულნი იყვნენ.

მაროტამ დიეგო გოდინის შესახებაც ისაუბრა. ურუგვაელი ცენტრალური მცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.

''ჩვენ მზად ვართ გოდინი გუნდში მივიღოთ, ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ივნისში გოდინი თავისუფალი აგენტი გახდება.''

მე-20 ტურში ''ინტერმა'' საკუთარ მოედანზე ''სასუოლოს'' გოლი ვერ გაუტანა. იკარდიმ 90 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფორვარდმა სერია ა-ში 9 გოლი შეაგდო. გარდა ამისა იტალიის თასზე 1 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაზე მის ანგარიშზე 4 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები