ქვილითაია ''ანდერლეხტთან'' თამაშისთვის მზადაა, ჩაკვეტაძე ლაზარეთში რჩება
Aa
Aa

ქვილითაია ''ანდერლეხტთან'' თამაშისთვის მზადაა, ჩაკვეტაძე ლაზარეთში რჩება

საფეხბურთო კლუბმა ''გენტმა'' ესპანური შეკრება დაასრულა. ბელგიური გუნდის 19 წლის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია და ბრიუსელის ''ანდერლეხტთან'' მოახლოებულ შეხვედრას გამოტოვებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დეკემბერში ბელგიის თასზე მიღებული ტრავმა ვერ მოიშუშა.

შეგახსენებთ, გასული წლის 18 დეკემბერს ''გენტმა“ ბელგიის თასის მეოთხედფინალში ''სენტ ტრუიდენი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ჩაკვეტაძემ 61-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჩაკვეტაძის მორიგი წარმატებული მატჩი უსიამოვნოდ დასრულდა. 75-ე წუთზე  ტრავმის გამო მან შეცვლა მოითხოვა და მოედანი დატოვა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევს არ უთამაშია.

''გენტის'' ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია მოედანს დაუბრუნდა და ესპანურ შეკრებაზე ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. ''გენტის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ქვილითაიამ შესაძლოა ''ანდრლეხტის'' წინააღმდეგ ითამაშოს, ხოლო ჩაკვეტაძე აღნიშნულ მატჩს გამოტოვებს.

ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში ''ანდერლეხტი'' ''გენტს'' ესტუმრება. მატჩი 20 იანვარს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები