ესპანელი მეკარე თბილისის ''დინამოში''
Aa
Aa

ესპანელი მეკარე თბილისის ''დინამოში''

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოში'' 24 წლის ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი ჩაირიცხა. ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

პერალესს კარიერის დიდი ნაწილი ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში აქვს გატარებული, თუმცა ლა ლიგა 2-შიც გამოდიოდა, სადაც ''ხიმნასტიკის'' ღირსებას იცავდა.

2017-18 წლების სეზონში პერალესი ''ხიმნასტიკში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელი იყო.

პერალესმა კარიერა ''ელჩეში'' დაიწყო, შემდეგ კი ''კონსტანცას,'' ''ატლეტიკო ბალეარესის,'' ''ბინისალემის,'' ''პობლა დე მაფუმეტისა'' და ''ბადალონას'' შემადგენლობაში ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში თბილისის ''დინამოში'' 26 წლის ესპანელი ნახევარმცველი ფრან კარბია ჩაირიცხა.

ესპანელი მოთამაშე ''ხიმნასტიკის'' აღზრდილია, 2013 წლიდან ''რეუს დეპორტიუში'' ასპარეზობდა. მან ლა ლიგა 2-ში მიმდინარე სეზონში17 მატჩში ჩაატარა და ერთადერთი გოლი ''ელჩეს'' გაუტანა.

2016 წლიდან მოყოლებული მას ლა ლიგა 2-ში 82 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 10 გოლი და 3 საგოლე პასია.

შეგახსენებთ, თბილისის ''დინამოს'' სამწვრთნელო შტაბში კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, ესპანელი ჩისკო მუნიოსი იმუშავებს. ასე რომ ''დინამოში'' სამი ესპანელი იმუშავებს.

ფოტო: fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები