ჯარელ მილერმა ენტონი ჯოშუა გააკრიტიკა
Aa
Aa

ჯარელ მილერმა ენტონი ჯოშუა გააკრიტიკა

ჯარელ მილერისა და ენტონი ჯოშუას შორის არსებული ურთიერთობის შესახებ კრივის ყველა ქომაგს მშვენივრად მოეხსენება. ამერიკელ მებრძოლს დიდი ხანია ჯოშუასთან შერკინება სურს, თუმცა ეს უკანასკნელი უარზეა.

ჯარელი ენტონის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი და ბრიტანელის გასაკრიტიკებლად შანსს ხელიდან არასდროს უშვებს. გამონაკლისი არც ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა. "AJ(ჯოშუას ზედმეტსახელი) ძალიან არ მომწონს! იგი თავს გაჩვენებთ თითქოს თავმდაბალი და ღირსეული ადამიანი იყოს, მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა! ენტონი საშინელი პიროვნებაა".

"ჯოშუას შესახებ ბევრი ისეთი რამ ვიცი, რაც შოკში ჩაგაგდებთ. ენტონი ყალბი ადამიანია, რომელსაც მაღალი დონის მოკრივეების წინააღმდეგ გამოსვლის ეშინია! ეს ბიჭი სახლს არ შორდება და ლონდონიდან ფეხს არ იცვლის! რატომ?! მშიშარაა"!

"ადრე თუ გვიან ხალხი ყველაფერს მიხვდება. ოდესმე გაყიდული ბილეთები რაოდენობა აუცილებლად შემცირდება, რადგან ენტონი ძალიან სუსტ ოპონენტებს ეჩხუბება".

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჯოშუას ძალიან ეშინია! იგი შიშით ყარს"

ცხელი ამბები