გუარდიოლამ ბიელსა დაიცვა
Aa
Aa

გუარდიოლამ ბიელსა დაიცვა

რამდენიმე დღის წინ "ლიდსის" მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა, სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით არგენტინელმა სპეციალისტმა ნდობით აღჭურვილი პირი მომდევნო მეტოქის, "დერბის", ერთ-ერთ ვარჯიშზე გაგზავნა. მისი მიზანი დაკვირვება და ინფორმაციის შეგროვება გახლდათ. ბიელსას კი ბრალი ოპონენტების თვალთვალში და საფეხბურთო "ჯაშუშობაში" დასდეს.

ბიელსამ ოთხშაბათს პრესკონფერენცია მოიწვია და ბევრი რამ აღიარა, თუმცა როგორც ჩანს ეს ყველაფერი პეპ გუარდიოლასთვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ამ უკანასკნელმა საკუთარი აზრი ერთ-ერთ კონფერენციაზე დააფიქსირა და აღნიშნა: "ასეთი რამ საზღვარგარეთ რეგულარულად ხდება. არა იმიტომ, რომ აუცილებელია, უბრალოდ კლუბში არსებული კულტურის განუყოფელი ნაწილია".

"როცა "ბაიერნში" ვარჯიშებს ვატარებდი ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც კამერებთან ერთად იმალებოდნენ და ჩვენს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდნენ და იღებდნენ".

"სიმართლე ის გახლავთ, რომ ყველას სურს ყველაფერი იცოდეს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ზუსტად ასეა! საზოგადოებაში ყველა ყველას უთვალთვალებს".

"ადამიანებს უნდათ გაიგონ ამა თუ იმ პიროვნებას რა ბედი ელის ან კონკრეტული ინდივიდის შესახებ ჭორები გაავრცელონ. ყველას აინტერესებს სხვას რა მოუვა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები