ოფიციალურად: გიორგი ლორია გერმანული კლუბის ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად: გიორგი ლორია გერმანული კლუბის ფეხბურთელია

გერმანულ საფეხბურთო კლუბ ''მაგდებურგში'' გამოცდილი ქართველი მეკარე გიორგი ლორია ჩაირიცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გერმანული კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

32 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი მეორე ბუნდესლიგაში გასულ სეზონში აღზევდა, მიმდინარე სეზონში კი აუტსაიდერია, გერმანიის რანგით მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე ლორიას გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნების რეალური შანსი აქვს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში კიდევ ერთ ქართველ მეკარეს, გიორგი ლომაიას უთამაშია, 2007 წელს მიხეილ აშვეთიასთან ერთად ''კარლ ცაისში'' ასპარეზობდა.

უგუნდოდ მყოფმა ლორიამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. გასული წლის სექტემბერში რუსული კლუბის დატოვების შემდეგ ლორია ფორმის შენარჩუნების მიზნით ყოფილ კლუბ თბილისის ''დინამოში'' ვარჯიშობდა.

2015 წელს გიორგი ლორიამ პირეოსის ''ოლიმპიაკოსი'' დატოვა და ''კრილია სოვეტოვის'' ფეხბურთელი გახდა.  2017-18 წლების სეზონი განათხოვრებით ''ანჟიში'' გაატარა, შემდეგ კი სამარულ კლუბს დაუბრუნდა.

საერთო ჯამში ლორიამ რუსეთის პრემიერლიგაში 52 მატჩი ჩაატარა. რუსული გამოცემების ვერსიით არაერთხელ ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რუსული კლუბების გარდა ლორიას თბილისის ''დინამოსა'' და ბერძნული ოფი-ს შემადგენლობაში უთამაშია.

ფოტო: 1.fc-magdeburg.de

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები